თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUTh) პროექტში მონაწილეობს თანამედროვე ტექნოლოგიების, დისტანციური ზონდირების, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემებისა და ევროპაში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების სფეროში არსებული გამოცდილებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ტექნიკურ და სამეცნიერო მხარდაჭერას ხელუხლებელი (ბაკირ) ტყეების დაცვისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში.